საქართველოში კორონავირუსისგან 1262 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 1262 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 32 127-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 238 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print