ფაშინიანის ცოლი აცხადებს, რომ ომში მიდის
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი, ანა აკოფიანი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ყარბაღში, საზღვრების დასაცავად წავა.

“ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ. ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი ფეისბუკის პირად გვერდზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ოფიციალური ინფორმაციით, ანა აკოფიანმა მის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” [Women for Peace] ფარგლებში ასევე გაიარა სამხედრო სწავლებები.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. მხარეებმა ერთი თვის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.
წყარო: ნეტგაზეთი
Print