ილჰამ ალიევი - თუ სომხეთი დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ნებაყოფლობით არ დატოვებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ
თუ სომხეთი დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს ნებაყოფლობით არ დატოვებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ, - – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს არის სამამულო ომი.

"ჩვენ ვათავისუფლებთ მიწებს დამპყრობლებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- აღნიშნა ალეივმა.

ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

მან ხაზი გაუსვა რომ, ქალაქ ბარდაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას 21 მოქალაქე ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

"მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მესამედ გამოცხადდა და შეთანხმდა მისივე თხოვნით",- აცხადებს პრეზიდენტი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები