აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის თარიღი შეიცვალა
დღეს ჟენევაში დაგეგმილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამჟამად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრის ახალ თარიღის დანიშვნის დასტურს ელოდება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები