დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება, ხოლო კოვიდსასტუმროში 2346 და ბინაზე 11 809 პირი გადის მკურნალობას
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება, ხოლო კოვიდსასტუმროში 2346 და ბინაზე 11 809 პირი გადის მკურნალობას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან თბილისში - 3 764 ადამიანი, აჭარაში - 11 190, იმერეთში კი 4 024 ადამიანი იმყოფება.

გარდა ამისა, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 4 209 პაციენტი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696.

მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29.

2 346 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები