ქუთაისში მაღაზიის კედელი გაანგრიეს და თამბაქო წაიღეს
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე მაღზია გაძარცვეს. მძარცველებმა მაღაზიის გასაქურდად შენობის კედელი გაანგრიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თამბაქო, თუმცა ამ დროისთვის ზარალის სრული ოდენობა უცნობია.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისროში განუცხადეს, საქმეზე გამოზიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
Print