ჩართვის აპარატი და კამერა გაგვტაცეს – “მთავარი არხის” ჟურნალისტი
ქუთაისში “მთავარი არხის” კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.

როგორც ნეტგაზეთს ჟურნალისტმა განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.


განახლება: შინაგან საქმეთა სამინსტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ “მთავარ არხის” ტექნიკა ნაპოვნია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print