404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი: სომხეთის ტერორის მსხვერპლი ამ დრომდე 90 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა
27 სექტემბრიდან დღემდე სომხეთის ტერორის მსხვერპლი 90 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, ქამრან ალიევმა განაცხადა.

ის აზერბაიჯანში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ბარდაში იმყოფება.

"სომხეთი ან ქმედებებზე პასუხს აგებს, ადრე თუ გვიან დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. აზერბაიჯანში განხორციელებული ტერაქტი ბრძოლის ველზე მის წარმატებას უკავშირდება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანი ბრძოლაში წარმატებას ყოველთვის აღწევს", - განაცხადა ქამრან ალიევმა.

28 ოქტომბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო სამართლით აკრძალული კასეტური რაკეტებით ქალაქ ბარდაზე განხორციელებული შეტევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა.

აზერბაიჯანის განაღმვითი სააგენტოს (ANAMA) ინფორმაციით, ბარდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩით" დაიბომბა. ჯამში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბების რიცხვმა 144 შეადგინა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია