აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ახალ ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, 392 დაიჭრა.

მნიშვნელოვნად დაზიანდა 423 სამოქალაქო ობიექტი, 92 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და 2 406 კერძო სახლი.

წყარო: report.ge
Print