404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მუსლიმი ჯარისკაცებისათვის ჯიბის ყურანი გამოიცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე მუსლიმი ჯარისკაცებისათვის, თეოლოგ რეზო მიქელაძის მიერ არაბულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ჯიბის ყურანი დაბეჭდა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს ამ ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივისა და მუსლიმი სამხედრო მოსამსხურეების რელიგიური უფლებების დაცვისათვის, ყველა ჯარისკაცს ჯანმრთელობასა და სამშობლოს წინაშე საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, იმ საჯარისო ნაწილებში, სადაც მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ, მოეწყო სამლოცველო სივრცეები, სადაც მუსლიმი ჯარისკაცები თავისუფლად აღასრულებენ ყოველდღიურ, პარასკევისა და ბაირამის ლოცვებს.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია