404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანმა, შეთანხმების შესაბამისად, ლაჩინის რაიონიც დაიკავა
აზერბაიჯანის არმიამ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიღწეული 10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის რაიონიც დაიკავა.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთს დაეკისრა ბაქოსთვის ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონების გადაცემა. ამათგან აღდამი და ქელბაჯარი აზერბაიჯანს იქამდე, ეტაპობრივად გადაეცა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლაჩინის რაიონში, პირველ დეკემბერს, გვიან ღამით, აზერბაიჯანულმა არმიამ აზერბაიჯანული დროშა აღმართა.


აზერბაიჯანული არმია ლაჩინის რაიონში შევიდა; ფოტო: apa.az

სამმხრივი შეთანხმების მიხედვითვე, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45 დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან, რომლებიც გააკონტროლებენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან.

ასევე, რეგიონის სომხურ დასახლებებს, საიდანაც სომხეთის რესპუბლიკის ძალები გავლენ. შეთანმხების მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთობლივი სამშვიდობო ცენტრი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ცენტრში რუსი და თურქი სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან წარმოდგენილი.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია