404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ, წაღებულია თანხა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, პირველ დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განუცხადეს, ჰოსპიტალს თავს ორი პირი დაესხა. მათივე ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ჯერ კარის გაღება მოითხოვეს, შემდეგ კი ჰოსპიტალს სამჯერ ესროლეს და თანხა წაიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

“დაახლოებით, 6-ის ნახევარი იქნებოდა, ორი ადამიანი იყო, რომელიც ითხოვდა კარის გაღებას. დაცვამ ფანჯრიდან დაიწყო მათი გამოკითხვა, სანამ კარებს გაუღებდნენ, მოახდინეს გასროლა. სამი გასროლა მოხდა, დაზიანებულია კლინიკის ქონება. შემდეგ თვითონ გააღეს კარები, შემოიჭრნენ და ფულადი თანხა არის წაღებული”, — აცხადებენ ჰოსპიტალში.

მათივე ცნობით, შეთხვევის შედეგადად არავინ დაზიანებულა და კლინიკა მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია