ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე 5 მანქანა გაძარცვეს
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე 5 მანქანა გაძარცვეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,
წაღებულია სარკეები, მაგნიტოფონები და პლანშეტები.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.




Mənbə: On
Print