მთაწმინდაზე უკნიდან დაჯახების შედეგად ავტომობილი სახლს შეასკდა [ფოტო]
პირველ დეკემბერს, საღამოს 21:00 საათამდე ათიოდე წუთით ადრე, მთაწმინდაზე, სავარაუდოდ, გაჩერებულ, ცარიელ მსუბუქ ავტომობილს მეორე, მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად გაჩერებული ავტომობილი საცხოვრებელი სახლის კედელს შეასკდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილზე უთხრეს, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

შემთხვევა მთაწმინდის ქუჩისა და პოლიკარპე კაკაბაძის/დანიელ ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა, მამადავითის ეკლესიის აღმართამდე.


ზედა ხედიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თითქოს წინა მანქანა მთლიანად ჰაერშია აწეული და წინა მხრით არის კედელში გაჩხერილი.

ახლო ხედით შემთხვევა ასე გამოიყურება:


ტროტუარი, რომელიც მთაწმინდის ქუჩას მარჯვენა მხარეს მოუყვება, კიბეებით ამოდის კაკაბაძის ქუჩაზე და სწორედ კიბეების მონაკვეთზეა წინა მანქანა გადავარდნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები