404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
გლდანში მოპედი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ
პირველ დეკემბერს, საღამოს საათებში, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, „გლდანი პლაზასთან“ მოპედით მოძრავი ვოლტის კურიერი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ.

პირველად ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა მოპედის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან „ნეტგაზეთს“ აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ მძღოლის მიერ, რამაც „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“.

კოდექსის ეს მუხლი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია