მასწავლებლებს შეუძლიათ გრიპზე უფასოდ აიცრან – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რისკჯგუფებს, რომელთაც გრიპზე აცრა უფასოდ ეკუთვნით, სკოლის მასწავლებლებიც დაემატნენ. შესაბამისად, გამყრელიძე პედაგობებს მოუწოდებს, მივიდნენ პოლიკლინიკებში და სეზონურ გრიპზე აიცრან.

როგორც მან დღეს, 2 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, მიმდინარე წელს სახელმწიფომ, ჯამში, 235 ათასი გრიპის ვაქცინა შეიძინა, ხოლო კერძო სექტორის მიერ ნაყიდი ვაქცინა დაახლოებით 70 ათასი დოზა იყო.

დღევანდელი დღის მონაცემებით დახარჯულია ვაქცინის 160 ათასი დოზა. მათ შორის 10 ათასი დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი. რაც შეეხება თავისუფალ დღეებს, ორჯერ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება, რომ თითქმის ყველასთვის, ვისაც გსურთ, მიბრძანდით, ანუ მოვხსენით 65 წელს ზემოთ შეზღუდვა. ყველას შეუძლია აიცრას.. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ წელიწადს ჩვენ ამდენი გრიპის ვაქცინა არ გვქონია. ასევე, დავამატეთ ბოლოს მასწავლებლები. შეუძლიათ მასწავლებლებს თავიანთ პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან. ეს ვაქცინა ყველგან არის”,-აცხადებს გამყრელიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები