მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა
დღეს, 26 დეკემბერს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა.

„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ, გვითხრა, რომ 23 წლის ექიმი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკაში მეორედ იყო სმენაში.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ექიმი გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს.

რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები