შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის ზღვის მიმდებარედ,
საცხოვრებელ ვაგონში ერთი კაცი მოკლეს. უწყების განცხადებით,
ბრალდებული უკვე დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა,
ურთიერთშელაპარაკების დროს ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და
7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.