შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში დაწესებული
შეზღუდვების დარღვევისთვის 1 137 პირი დაჯარიმდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2 000 ლარით დაჯარიმდა 149 ადამიანი და
მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე
დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის წესის
დარღვევისთვის კი 20 ლარით 988 პირი დააჯარიმეს.