ნატო-ს პრესსპიკერი - იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 22 იანვარს, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, თბილისის დროით, 16:15 საათზე (ბრიუსელის დროით 13:15 საათზე) დაიწყება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print