აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქ შუშას
ცენტრში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.
ილჰამ ალიევმა ჯერ მუხლები მოიყარა და დროშას აკოცა. შემდეგ კი
აზერბაიჯანის დროშა აღიმართა.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა,
მეჰრიბან ალიევამ "ინსტაგრამში" შუშაში ვიზიტთან დაკავშირებით
პუბლიკაცია გამოაქვეყნა.
"აქ გზა არასდროს ყოფილა. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ეს
მიწებ გაათავისუფლეს . ჩვენ ორ თვეში აქ ახალი გზა დავაგეთ. რა თქმა
უნდა, შემდეგ გზა გაფართოვდება და ასფალტით დაიფარება. აზერბაიჯანის
მოქალაქეებს შეეძლებათ, შუშაში თავისუფლად იმოგზაურონ",
- განაცხადა ვიდეოში ილჰამ ალიევმა.
წყარო: report.ge