ილჰამ ალიევმა შუშაში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქ შუშას ცენტრში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

ილჰამ ალიევმა ჯერ მუხლები მოიყარა და დროშას აკოცა. შემდეგ კი აზერბაიჯანის დროშა აღიმართა.

ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ "ინსტაგრამში" შუშაში ვიზიტთან დაკავშირებით პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

"აქ გზა არასდროს ყოფილა. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ეს მიწებ გაათავისუფლეს . ჩვენ ორ თვეში აქ ახალი გზა დავაგეთ. რა თქმა უნდა, შემდეგ გზა გაფართოვდება და ასფალტით დაიფარება. აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეეძლებათ, შუშაში თავისუფლად იმოგზაურონ", - განაცხადა ვიდეოში ილჰამ ალიევმა.

წყარო: report.ge
Print