404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
გახარია გურიაში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 15 ინავრას, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე, არ დაუშვებს რაიმე სახის პროვოკაციას მოქალაქეებს შორის რელიგიური დაპირისპირების პროვოცირებისთვის.

“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის. ჩვვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული.

თუმცა, ჩვენ ასევე არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალება მიღებული- იქ, სადაც იქნება მცდელობა, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად”,
– განაცხადა გიორგი გახარიამ.

გურიაში, სოფელ ბუკნარში, რელიგიური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დაპირისპირებისას დაშავდა ორი მოქალაქე, ხოლო დააკავეს ერთი.

საქართველოს საპატრიარქოსა და სამუფთოს წარმომადგენლები ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შერიგებისაკენ მოუწოდებენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია