ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოში შემოსული
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199,7 მილიონი აშშ დოლარი
შეადგინა,
რაც მათი განცხადებით, 15,9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერზე.
"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,8% იმ 19 უმსხვილეს
პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ
დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე
გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95% მოდიოდა", —
აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე
მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება:
- რუსეთი — 40,71 მილიონი აშშ დოლარი;
- იტალია — 31,82 მილიონი აშშ დოლარი;
- საბერძნეთი — 22,42 მილიონი აშშ დოლარი;
- აშშ — 22,31 მილიონი აშშ დოლარი;
- ისრაელი — 15,52 მილიონი აშშ დოლარი;
- თურქეთი — 9,90 მილიონი აშშ დოლარი;
- უკრაინა — 9,51 მილიონი აშშ დოლარი;
- გერმანია — 8,32 მილიონი აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი — 5,79 მილიონი აშშ დოლარი;
- ესპანეთი — 4,76 მილიონი აშშ დოლარი;
- საფრანგეთი — 3,23 მილიონი აშშ დოლარი;
- ყაზახეთი — 2,85 მილიონი აშშ დოლარი;
- პოლონეთი — 2,64 მილიონი აშშ დოლარი;
- ბრიტანეთი — 1,96 მილიონი აშშ დოლარი;
- ირლანდია — 1,92 მილიონი აშშ დოლარი;
- კანადა — 1,76 მილიონი აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი — 1,47 მილიონი აშშ დოლარი;
- სომხეთი — 1,20 მილიონი აშშ დოლარი;
- კვიპროსი — 1,12 მილიონი აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ
24,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბეზე
3,4%-ით ნაკლებია.