404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიის გამო დაპირისპირებულები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ფორმალურ დონეზე ამოიწურა – დღეს, 15 იანვარს, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ.

სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბევრჯერ ითქვა – „ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს“. ითქვა ისიც, რომ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება.

ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ თქვა, რომ ამ სოფელში ორივე აღმსარებლობის ადამიანებს მიეცემათ ლოცვის შესაძლებლობა.

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მუსლიმ და ქრისტიან მცხოვრებლებს შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო. დაპირისპირების შედეგად სოფლის სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე დაშავდა და კლინიკაში მოათავსეს.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ეს პრობლემა სოფელში „დეკემბრიდან მოყოლებული“ იყო და ის ცდილობდა მის აღმოფხვრას.

„იმედია ეს მომავალში აღარ განმეორდება… ერთის მხრივ ცუდი იყო ხელით შეხებები, მაგრამ მეორე მხრივ ამან ზედაპირზე წამოწია ეს პრობლემები და გააჩინა შერიგების შესაძლებლობა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ჩოხატაურის მერმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია