404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია.

გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, ზოგიერთი ჩარიცხვის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია უკვე აუცილებელია.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ახალი რეგულაცია შეეხება ნებისმიერი სერვისით სარგებლობას სატელეფონო ანგარიშის შევსებიდან დაწყებული სხვადასხვა ტოტალიზატორებსა თუ აზარტული თამაშების კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვასაც. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ჩასარიცხი თანხის მოცულობას და იდენტიფიკაცია აუცილებელი იქნება, თუნდაც 1-ლარიანი ტრანზაქციის განსახორციელებლადაც.

მოსალოდნელია, რომ მომხმარებელს სწრაფი აპარატით სარგებლობისთვის რამდენიმეეტაპიანი იდენტიფიკაცია დასჭირდება, მათ შორის, პირველ რიგში, პირადი და სატელეფონო ნომრით და დასკვნით ეტაპზე უკვე სატელეფონო ნომერზე გამოგზავნილი უნიკალური კოდის ვერიფიცირებით.

თუ როდის დაინერგება სერვისი ოფიციალურად, ამის შესახებ ცნობილი ჯერჯერობით არ არის.

წყარო: tabula.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია