საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია
შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი
შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა
და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს
წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს;
ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში
ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის;
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა
და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.