გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე
შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სსსკ
275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: publika.ge