სიახლე
ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა - ის ადგილზევე დაიღუპა
გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სსსკ 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: publika.ge
| Print |