COVID-19-ის შედეგი - 2,7 მლრდ დოლარის დანაკლისი ტურიზმიდან
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანაში 2,7 მილიარდი დოლარით შემცირდა და 541,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 83,4%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3,269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან დაფიქსირდა იანვარში და 193,4 მილიონი დოლარი შეადგინა, შემდეგ თვეებში კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად მცირდებოდა და ყველაზე ნაკლები 8,5 მილიონი დოლარის შემოსავალი ქვეყანამ აპრილში მიიღო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. კერძოდ, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 1 557,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 82,7%-ით ნაკლებია. ცნობისათვის, 2019-ში ქვეყანას 9,024 მლნ უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა.

წყარო: BPN
Print