საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 04:12 საათზე მოხდა 3.3 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო.

მიწისძვრა საქართველოში 24 იანვარსაც დაფიქსირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები