დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის
ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა
მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით
04:12 საათზე მოხდა 3.3 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ
ლუთხუბთან იყო.
მიწისძვრა საქართველოში 24 იანვარსაც დაფიქსირდა.