მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებ, რომ წინააღმდეგია სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხნას. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ. მე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი, კარგია, მესმის, შემოსავალია ადამიანებისთვის, ბიზნესია, მაგრამ განათლება და ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის", — აღნიშნა მან.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.

წყარო: On
Print