საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 311 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16
პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 868 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 2 686, პისიარტესტით – 4 182.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 816 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 243 396 გამოჯანმრთელდა, 3 071 კი
გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323,
საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია
706, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი. 402
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 3 698 პირი კი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი
იმყოფება 18 709 ადამიანი.
ამასთან, 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 546
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი.