ამ კვირაში ეკონომიკის მინისტრი ტურინდუსტრიას შეხვდება
მომავალ კვირაში ეკონომიკის მინისტრი ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს შეხვდება.

მინისტრის სექტორს ინფორმირებისა და კერძო სექტორთან რეგულაციების განსახილველად ხვდება.

"ველით, რომ გაზაფხულის სეზონზე ყველა წესის დაცვით უფრო დიდი რაოდენობით ტურისტების მასპინძლობას შევძლებთ. შემდეგ კვირაში, დიდი ალბათობით, შევხვდებით კომპანიებს იმისთვის, რომ ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადებიან ახალი გარემოების გამოყენებისთვის",- აღნიშნა თურნავამ წინა კვირის დასასრულს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება. კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს.

განცხადებას ხელს აწერენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია; სატრანსპორტო კომპანიები; ტუროპერატორები. ისინი რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას დღეს გაუგზავნიან.

განცხადებაში წარმოდგენილია კერძო სექტორის ხედვა, თუ როგორ აღდგება კერძო სექტორი 2021 წელს სწრაფი და უსაფრთხო გზებით. აქვე განმარტებულია, რომ ყველა ნაბიჯზე ხანგრძლივადაა ნაფიქრი და რეკომენდაციები მოძიებულია სხვადასხვა ქვეყნების არსებული მაგალითებიდან, რაც უკვე მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც დადო.

ტურიზმის სექტორის რეკომენდაციებია:

1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან

2. საზღვრების გახსნა.

3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის.

4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.

5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება.

წყარო: report.ge
Print