"მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში
დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც
სეზონურ ვირუსად", - ამის შესახებ დაავადებათა
კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
შესაძლოა ვაქცინაცია მხოლოდ სექზონურად დასჭირდეს მოსახლეობის
ნაწილს.
"თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ
ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. აუცილებელია ის
ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება,
დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე
ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა
პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის
ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ
მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას
შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება.
ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი
მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ
ღონისძიებებზე”, - განაცხადა გამყრელიძემ
"პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.
წყარო: report.ge