ცესკოს საქმიანობას გამოკითხულთა 32% ცუდად აფასებს — NDI
NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ცუდად აფასებს, კარგად კი მხოლოდ 24%.

ასევე, გამოკითხულთა მიერ შეფასებულ ინსტიტუციებს შორის მოხვდა: პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლოები, პრემიერი და მთავრობა.

პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, კარგად — 15%;
რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 34% მის მუშაობას ცუდად აფასებს, კარგად — 15%;
გამოკითხულთა 29% ცუდად აფასებს სასამართლოების საქმიანობას, კარგად — 13%;
მთავრობის საქმიანობას ცუდად 38% აფასებს, კარგად — 50%;
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად 46% აფასებს, ცუდად —17%.



დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები