NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ
წამლების ფასი ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რას
დაასახელებდნენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემას – მათი
უმეტესობა 46% წამლების საფასურს ასახელებს. წამლების შემდეგ ყველაზე
პრობლემურ საკითხად მოქალაქეები პანდემიასთან გამკლავებას
ასახელებენ.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის აგვისტოში წამლებს მთავარ
პრობლემად მოსახლეობის 56% ასახელებდა, თუმცა, ამავე თვეში არ
გამოკვლეულა მოქალაქეთა დამოკიდებულება პანდემიის მიმართ.
სქრინი NDI-ს კვლევიდან
წამლების ფასის გარდა, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებად ასევე
დასახელდა – საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსის დრო;
სამედიცინო მუშაკთა პროფესიონალიზმი; ექიმთან ვიზიტების საფასური და
სხვა.
ქალაქებსა და სოფლებს შორის მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:
სქრინი NDI-ს კვლევიდან
დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში
საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით
ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი
ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს
CRRC საქართველო.