წამლების ფასს მოსახლეობა ჯანდაცვის ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებს – NDI
NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ წამლების ფასი ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რას დაასახელებდნენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემას – მათი უმეტესობა 46% წამლების საფასურს ასახელებს. წამლების შემდეგ ყველაზე პრობლემურ საკითხად მოქალაქეები პანდემიასთან გამკლავებას ასახელებენ.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის აგვისტოში წამლებს მთავარ პრობლემად მოსახლეობის 56% ასახელებდა, თუმცა, ამავე თვეში არ გამოკვლეულა მოქალაქეთა დამოკიდებულება პანდემიის მიმართ.


სქრინი NDI-ს კვლევიდან



წამლების ფასის გარდა, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებად ასევე დასახელდა – საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსის დრო; სამედიცინო მუშაკთა პროფესიონალიზმი; ექიმთან ვიზიტების საფასური და სხვა.

ქალაქებსა და სოფლებს შორის მოქალაქეთა პასუხები ასე გადანაწილდა:


სქრინი NDI-ს კვლევიდან



დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები