404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საქართველოში სომხურ სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ | სომხეთის საელჩო
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებით, “უცნობმა პირებმა ქვების სროლით დააზიანეს სომხური სატვირთო ავტომობილები და მიიმალნენ”.

“შემთხვევის შემდეგ სატვირთო ავტომობილები საპატრულო პოლიციამ მიაცილა საქართველო-სომხეთის საზღვარზე. სომხეთის საელჩო ინარჩუნებს მუდმივ კონტაქტს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან და აქტიურად მუშაობს, რათა კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავეების პასუხისგება, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს”, – ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა თბილისის მიმდებარედ, სოფელ ფონიჭალაში მოხდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდარზე მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოზე გადის სომხური სატვირთო დერეფნები, რომლებიც ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს საპორტო ქალაქებთან აკავშირებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია