404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა
საქართვლეოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრემიერი თავად ავრცელებს.

ზალკალიანის თქმით, 23 იანვარს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში გადავიდა, მოგვიანებით კი ვირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა. მინისტრის თქმით, მკუნრალობას სახლში აგრძელებს:

“მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია