სომხეთს 31 სამხედროს ცხედარი გადასცეს
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპული 31 სამხედროს ცხედარი გადასცა.

ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ერთ-ერთი სომეხი სამხედროს ნათესავი, არსენ გუკასიანი აცხადებს, რომ რამდენიმე ცხედრებზე საბუთები არსებობდა. მისი თქმით, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ რუსი სამხედროები და ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში სულ 3 600 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. 
წყარო:report.ge
Print