დადებითობის მაჩვენებელი იანვრის განმავლობაში 8.5% გვაქვს – გამყრელიძე
„ქვეყანაში მაჩვენებლები დინამიკურად უმჯობესდება; დადებითობის მაჩვენებელი იანვრის განმავლობაში 8.5%-ია, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ეს რიცხვი, დაახლოებით, 25-30 იყო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ყველა ამ მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

„ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად, აჭარა, სადაც დღეს დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%.

ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3%-ზეა. აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1 თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც მე ჩამოგითვალეთ.

სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“,
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები