დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც მარკეტიდან 162 ლარის სიგარეტი გაიტაცეს — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის სუპერმარკეტ ლიბრეში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ისინი კონსულტანტს ცივი იარაღით დაემუქრნენ, ხოლო ერთ-ერთმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულებმა 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ აჩაღობას გულისხმობს.

პოლიციამ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები