შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის სუპერმარკეტ
ლიბრეში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე ორი ადამიანი
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ისინი კონსულტანტს ცივი იარაღით დაემუქრნენ,
ხოლო ერთ-ერთმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამინისტროს
განცხადებით, ბრალდებულებმა 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს
და მიიმალნენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის
მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ
აჩაღობას გულისხმობს.
პოლიციამ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2
პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს
დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ.
და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით
დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს,
ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი
იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი
გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯგუფურად ჩადენილ
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის.