საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები