აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 50 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღემდე 50 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აცრილი მოქალაქეების უმეტესობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაოპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები