აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღემდე 50
000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული
მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აცრილი მოქალაქეების უმეტესობა ჯანდაცვის სფეროს
მუშაკია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის
ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს
დაიწყო. ქვეყანაში, პირველ ეტაოპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები
აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია
დაიწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც
კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს
მიიღებენ.