ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მძიმედ დაზიანდა ერთი ავტომობილი, ხოლო მეორე გადაბრუნდა.

დაზიანებული ავტომობილიდან მგზავრების გადამოსაყვანად სამაშველო ჯგუფის დახმარება გახდა საჭირო.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

{{AUDIO}}

Print