საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის
დასაწყიდიდან აღდგება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორსი საკოორდინაციო
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში,
ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.
“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ
შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ
საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ
დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც
შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.
კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება
1-ელი მარტიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.